უგულავა: პოლიტიკური ბოიკოტი შედგება, თუ ვინმე შეძვრება პარლამენტში მისი რისკია – უგულავა

305

ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით დღეს, 8 დეკემბერს მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. მხარეები ერთმანეთს უკვე მეოთხედ შეხვდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის რიგგარეშე ან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია უცვლელია, “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ეს მათთვის წითელი ხაზია.

“გამოდის მმართველი გუნდი და თავის წითელ ხაზებზე ლაპარაკობს. მემგონი ეს რაღაც ცალკარას თამაში ბატომ არჩილს და კობახიძეს ძალიან მოსწონთ და არ მგონია ეს სწორი იყოს. პოლიტიკური ბოიკოტი შედგება და თუ ვინმე შეძვრება იმ პარლამენტში, ეს მისი პოლიტიკური რისკია, იმიტომ, რომ პარლამენტში კი არ შეძვრება, პირდაპირ ვოლსკის კაბინეტში”, – თქვა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.