თავზარაშვილი: კარალეთში, ხოჯევანიშვილების ბაღებთან, გზა გორის მერიას არ დაუგია

320

გორის მერი ხოჯევანიშვილების ბაღებთან დაგებულ გზასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას აბსურდს უწოდებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საკითხებს სიღრმისეულად არ ეცნობა და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს.

გორის მერი აცხადებს, რომ სოფელ კარალეთში, ხოჯევანიშვილების ბაღებამდე მისასვლელი გზის დაგებაში მერიის მონაწილეობაზე გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა განცხადება, რომ კარალეთში ხოჯევანიშვილების ბაღებამდე გზა მერიამ დააგოო, რაც არის სიცრუე. ოპოზიცია არ სწავლობს საკითხებს დეტალურად და ცრუ განცხადებებს აკეთებს”,-აღნიშნა გორის მერმა.