მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსით ინფიცირებულებისათვის 40 საწოლი გამოიყოფა. რადიო „მარნეულს“ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, რომ კლინიკას ჰიბრიდული სტატუსი მიენიჭება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულება როგორც კოვიდდადებით ისე, საბაზისო სამედიცინო სერვისების მიმღებ პაციენტებს მოემსახურება.
Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტებისათვის გამოყოფილი 40 საწოლიდან 8 რეანიმაციულია.
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ საწოლფონდის გამოყოფასთან დაკავშირებით განცხადება „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა 8 დეკემბერს გააკეთა. მისი განმარტებით, მარნეულთან ერთად, საწოლფონდი...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები არ დაურიგდებათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარაოვი ამბობს, რომ პროდუქტების შესყიდვაზე გამოცხადებული ყველა ტენდერი დაიხურა და სასურსათო კალათების დარიგება არ იგეგმება. პანდემიის პერიოდში გაერთიანებამ აღსაზრდელებს პროდუქტები მხოლოდ ერთხელ, 29 აპრილს დაურიგა. მაშინ 2 145 აღსაზრდელისთვის 130 000 ლარი გამოიყო და შემდეგი სახის სურსათი გადასცეს:
ორცხობილა - 500 გრამი
ბრინჯი - 500...
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის რუსთავის ფილიალში კოვიდინფიცირებულებს უმკურნალებენ - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების დამფუძნებელმა ილია მარდალეიშვილმა განუცხადა.
როგორც მარდალეიშვილმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, კოვიდის მიმღები განყოფილება კლინიკაში ფუნქციონირებას იანვრიდან დაიწყებს.
აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში დამატებით 100-მდე კოვიდსაწოლის მობილიზება მოხდება, თუმცა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ზუსტად რამდენი საწოლი იქნება გამოყოფილი განსაკუთრებით მძიმე პაციენტების რეანიმაციული მკურნალობისთვის.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ქალაქის მასშტაბით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ კლინიკა "რუსთავსა"...
გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ბოლო ეტაპზე, ახლად მოწყობილი სანიაღვრე ქსელი ხიზანიშვილის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ სანიაღვრე ქსელს დაუკავშირდება.
მათი ინფორმაციით, ქსელების დაერთების სამუშაოების გამო, 10-დან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკის მიმდებარედ, ტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. დედაქალაქის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის.
2021 წლის შესახვედრად სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა გასულ წლებში შეძენილ ნაძვის ხეებსა და მოსართავებს გამოიყენებს, სხვა სახის ღონისძიებებს კი არ გეგმავენ. ექვსი მუნიციპალიტეტიდან ახალი წლისთვის აქსესუარებს მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტი შეიძენს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მუნიციპალიტეტმა, წელს ახალი წლის შესახვედრად სამი ტენდერი გამოაცხადა, აქსესუარების და ტკბილეულის ყიდვასა და საახალწლო ღონისძიების უზრუნველყოფაზე.
ტკბილეულის ტენდერი არ შედგა, საახალწლო ღონისძიების კი თავად მუნიციპალიტეტმა პანდემიის...
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, რასაც სინდისი და ქვეყნის ინტერესები კარნახობს. მისი თქმით, ყოველთვის გააკეთებს იმას რისიც სწამს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლოა.
"რა თქმა უნდა, არასოდეს, ხელფასის იქით არ ამიღია არასოდეს არც ერთი თეთრი, არც ერთი თეთრი და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუნდაც არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ვიღაცას რომ არ მოსწონდეს ან მთელი დედამიწა...
"ევროპული საქართველოს" ლიდერი სერგი კაპანაძე პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მხრიდან თავდასხმას, პარლამენტში შესვლის სურვილს და ამ მიზნისთვის საბაბის ძიებას მიაწერს. კაპანაძე ამბობს, რომ თუ ელისაშვილს პარლამენტში შესვლა და გაყალბებული პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება სურს, უნდა გამოვიდეს და საჯაროდ განაცხადოს.
"მას თუ უნდა შესვლა, უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას", - ამბობს კაპანაძე, - თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად,...
ოპოზიცია არ აპირებს მოლაპარაკებების შეწყვეტას, ოპოზიცია აპირებს პროტესტის გაგრძელებას და განახლებას შესაბამის მომენტებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, „თუ ვიღაცები შევლენ პარლამენტში, ეს ივანიშვილს ვითარებას შეუმსუბუქებს მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკურად გაანადგურებს“.
„იდეა, რომელიც მედიის ნაწილს ან საზოგადოებას გაუჩნდა - რა აზრი აქვს მოლაპარაკებებს, როცა ვერ თანხმდებითო... მოლაპარაკებები ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ვერ თანხმდები. ოპოზიცია არ...
აჭარაში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავენ. მათ ერთობლივი განცხადება აჭარის მთავრობის სახლთან გააკეთეს, სადაც პროტესტის 24 საათიან რეჟიმში იმყოფებიან.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მოსახლეობა ხელახალი საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.
აჭარაში მოქმედი ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსის წევრებს სთხოვენ, რომ თბილისის პარალელურად აჭარის მთავრობის სახლთან მყოფ ოპოზიციის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.
„გვესმის საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ავტორიტეტული...
იძულებით გაადაადგილებულ, ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს, ახალ წლამდე არამალფუჭებად პროდუქტს დაურიგებენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა 25 დასახლებაში სურსათის დარიგებას 20 დეკემბრიდან დაიწყებენ. გამგებლის მოადგილის, ნუგზარ კახნიაშვილის თქმით, საახალწლო კალათში იქნება ტკბილეული, ხილი, ძეხვი, წვენი და სხვა. პროდუქტის შესაძენად კი ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5000 ლარამე თანხა დაიხარჯება.
"გასულ წლებში ასეთი დახმარება საახალწლოდ, მხოლოდ შაუმიანში მცხოვრებ...
თელავის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელ თეთრწყლებს სპეციალური ტრანსპორტი ემსახურება. აქ მაცხოვრებლებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო ქალაქ თელავთან დაკავშირების პრობლემა არ ექმნებათ. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება. იგი ემსახურება როგორც მოსახლეობას, ასევე თეთრწყლების საჯარო სკოლის პედაგოგებს. ტრანსპორტს ინტენსიურად უტარდება დეზინფექცია და დაცულია ყველა წესი.
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო და ის 14 302 პირმა უკვე მიიღო.
მათი ინფორმაციით, დახმარებების მისაღებად პირველი განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში...
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2020 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის 99%-ის ათვისება მოხდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მისი განმარტებით, პანდემიამ დაგეგმილ პროექტებს გარკვეულწილად ხელი შეუშალა, თუმცა ის რაც მუნიციპალიტეტს წელს ჰქონდა გათვალისწინებული, ყველა სათანადო წესის დაცვით მაინც განხორციელდა.
"პანდემიის გამოცხადებიდანვე ჩვენმა მუნიციპალიტეტმა მიიღო ზომები და კვების პროდუქტების დარიგება დავიწყეთ, რაც დამეთანხმებით იმ მომენტისთვის ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი დახმარება იყო. ფქვილის, ზეთის და შაქრის...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი კომიტეტმა ბიუროს სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.
მომხსენებლის განცხადებით, აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა უმაღლესი საბჭოს...
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი იქნება.
როგორც ხმალაძემ განაცხადა, ბიუჯეტის 33% - 350 მილიონი ლარი მთლიანად მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.
„მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღწევს და ცოტა გადაცდება კიდევაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს სპეციალური ტრანსფერის ოდენობა, რომელიც ფინანსთა...
გორში, ჟიული შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მერიის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა მომავალი წლის აპრილამდე განესაზღვრა.
"პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. მოეწყობა ასევე ღია არხი, რომელიც დაიფარება მონოლითური რკინა - ბეტონის ფილით" , - განმარტავენ მერიაში.
პროექტის სატენდერო ღირებულება 1 007 145 ლარია. ქუჩის სიგრძე 1 239 მეტრია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































