თელავის სოფელ თეთრწყლებს სპეციალური ტრანსპორტი ემსახურება

428

თელავის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელ თეთრწყლებს სპეციალური ტრანსპორტი ემსახურება. აქ მაცხოვრებლებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო ქალაქ თელავთან დაკავშირების პრობლემა არ ექმნებათ. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება. იგი ემსახურება როგორც მოსახლეობას, ასევე თეთრწყლების საჯარო სკოლის პედაგოგებს. ტრანსპორტს ინტენსიურად უტარდება დეზინფექცია და დაცულია ყველა წესი.