აჭარაში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავენ. მათ ერთობლივი განცხადება აჭარის მთავრობის სახლთან გააკეთეს, სადაც პროტესტის 24 საათიან რეჟიმში იმყოფებიან.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მოსახლეობა ხელახალი საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.
აჭარაში მოქმედი ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსის წევრებს სთხოვენ, რომ თბილისის პარალელურად აჭარის მთავრობის სახლთან მყოფ ოპოზიციის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.
„გვესმის საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილი და მცდელობა, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს პარლამენტის კედლებში, რადგან ასე ხდება ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში. ვაფასებთ თქვენს კეთილგონიერ და მეგობრულ განზრახვას, პათოსში გეთანხმებით, თუმცა დავსძენთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ძალაუფლება სრულად მიიტაცა… თავს მოვალედ მივიჩნევთ, მოგმართოთ, მადლობა გითხრათ იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც იჩენთ მუდმივად და გთხოვთ,რომ კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ხელისუფლებას დაუბრუნდეს კონსტიტუციურ სივრცეს ახალი არჩევნების დანიშნვით და ჩატარების შეცვლილი ფორმატით”, – აცხადებენ აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებიკები.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები 35 დღეა პროტესტის 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარალამენტო არჩევნები ჩატარებაა.
აჭარის მთავრობის სახლთან გახსნილია მინი-კაფე, დამონტაჟებულია სცენა და აქციის მონაწილეები ღამეს კარვებში ათენებენ.