გორში, ჟიული შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მერიის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა მომავალი წლის აპრილამდე განესაზღვრა.
“პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. მოეწყობა ასევე ღია არხი, რომელიც დაიფარება მონოლითური რკინა – ბეტონის ფილით” , – განმარტავენ მერიაში.
პროექტის სატენდერო ღირებულება 1 007 145 ლარია. ქუჩის სიგრძე 1 239 მეტრია.