გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ბოლო ეტაპზე, ახლად მოწყობილი სანიაღვრე ქსელი ხიზანიშვილის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ სანიაღვრე ქსელს დაუკავშირდება.
მათი ინფორმაციით, ქსელების დაერთების სამუშაოების გამო, 10-დან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკის მიმდებარედ, ტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. დედაქალაქის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის.