მარნეულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს პროდუქტებს არ დაურიგებენ

387

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები არ დაურიგდებათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარაოვი ამბობს, რომ პროდუქტების შესყიდვაზე გამოცხადებული ყველა ტენდერი დაიხურა და სასურსათო კალათების დარიგება არ იგეგმება. პანდემიის პერიოდში გაერთიანებამ აღსაზრდელებს პროდუქტები მხოლოდ ერთხელ, 29 აპრილს დაურიგა. მაშინ 2 145 აღსაზრდელისთვის 130 000 ლარი გამოიყო და შემდეგი სახის სურსათი გადასცეს:

ორცხობილა – 500 გრამი
ბრინჯი – 500 გრამი
მაკარონი – 1 კგ
შაქარი – 1კგ
ზეთი – 1 ლიტრი
კარაქი – 400 გრამი
შესქელებული რძე – 3 ქილა
კარტოფილი – 5 კგ
სტაფილო – 1 კგ
ხახვი – 500 გრამი
ხილის წვენი – 4 ლიტრი
კვერცხი – 10 ცალი

მარნეულის მუნიციპალიეტეტში 14 საბავშო ბაღი და დაახლოებით ამავე რადენობის სკოლამდელი მზაობის ცენტრია. ყველა მათგანში, სააღმზრდელო პროცესი ამ ეტაპზე, კორონავირუსის გამოა შეჩერებული.