მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის რუსთავის ფილიალში კოვიდინფიცირებულებს უმკურნალებენ – ამის შესახებ “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულების დამფუძნებელმა ილია მარდალეიშვილმა განუცხადა.
როგორც მარდალეიშვილმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, კოვიდის მიმღები განყოფილება კლინიკაში ფუნქციონირებას იანვრიდან დაიწყებს.
აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში დამატებით 100-მდე კოვიდსაწოლის მობილიზება მოხდება, თუმცა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ზუსტად რამდენი საწოლი იქნება გამოყოფილი განსაკუთრებით მძიმე პაციენტების რეანიმაციული მკურნალობისთვის.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ქალაქის მასშტაბით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ კლინიკა “რუსთავსა” და რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. ჯამში, ორივე სამედიცინო დაწესებულებაში არსებული საწოლფონდი 174 ადგილისგან შედგება.