გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თელავის სახელმწიფო თეატრის წინ, მეორე კარავიც გაშალეს. ისინი რამდენიმე დღეა თელავის თეატრის წინ აქციას მართავენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
თბილისიდან ჩამოსული აქტივისტები, საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ.
მათ, ამ ფორმით, ასევე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პარლამენტთან დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს სამი დღეა შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები...
ბიზნესმენი მანანა მიქავა ამბობს, რომ ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები მის შვილს ციხეში ჩასმით დაემუქრნენ. შვილს მომხდარზე საუბარი არ სურს, ამიტომაც ამ ყველაფერზე დედა გვიყვება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
კერძოდ, როგორც მანანა მიქავა ამბობს, შპს "აკვაპარკის" ტერიტორიაზე, რომელიც უკვე წლებია დავის საგანია მას და მერიას შორის, გუშინ, 8 დეკემბერს იმყოფებოდნენ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია და ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის...
ზუგდიდში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებელში სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი და უნივერსიტეტის რექტორი, თეონა ხუფენია გაეცნენ.
გიორგი შენგელიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ექნება 250 სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროფესიული სასწავლებელი.
„ზუგდიდში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოვლინდა.
„პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 53 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის...
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ოპოზიციას კვლავ დესტრუქციულ ძალად მოიხსენებს და ამბობს, რომ მათ მხარეს სიბნელე და ბოროტება დგას.
"მგონია, რომ ყველამ უნდა იაზროვნოს სახელმწიფოებრივად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლებიც სჭირდება ქვეყანას. ჩვენ ვხედავთ, რომ პირველივე დღეებიდან არის მიზანმიმართული დესტრუქცია, კონკრეტული პარტიების მხრიდან მცდელობა, რომ არანაირი მოლაპარაკება არ და ვერ შედეგს. ერთ მხარეს დგას სინათლე, განვითარება, ქვეყანაზე ზრუნვა, ეკონომიკურ...
წინა სტატია
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.
აუდიენციის გადადების მიზეზი უცნობია, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ადასტურებენ, რომ შეხვედრა დღეს აღარ შედგება.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს იყო დაანონსებული, რასთან დაკავშირებითაც განცხადება გუშინ თავად ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას წინადადებათა პაკეტი შესთავაზა. 4-დან 2 პუნქტზე, რომელიც...
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, სადეპუტატო მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში განაცხადა. ამავე დროს, იგი ამბობს, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში არ შევა.
მთავარი არხის ეთერში საუბრისას მანვე განმარტა, რომ დაელოდება გადათვლის ეფექტიან მექანიზმს და თუ 1%-ზე მეტი ცდომილება იქნება, ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.
„11 დეკემბერს პარლამენტში არ შევდივარ, შანსი არაა. პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში სასმელი წყლის ქსელისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალსადენის მაგისტრალი, წყაროს კაპტაჟები, სანიტარული ზონა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარს.
„წყალმომარაგების განახლებული სისტემით სოფელ არშაში მცხოვრები 150-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 821 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სს „თბილისი“ ახორციელებდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული...
თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, თოფურიძის ქუჩაზე 7000 კვ.მ ფართობზე განთავსებული ახლად რეაბილიტირებული სკვერი თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა. მისივე თქმით, სკვერში სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის არის მოწყობილი.
„აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში იყო მიტოვებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაში გახლდათ. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით გაკეთდა ეს სკვერი, რომელიც დაახლოებით, 7000 კვადრატულ მეტრზე არის განთავსებული. ამ სამუშაოების...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიცია მაინც მივა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე და „თავის სათქმელს იტყვის“.
როგორც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოპოზიცის პოზიცია უცვლელია და ისინი რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში.
„მეხუთე რაუნდი როცა დაინიშნება, დაინიშნება. ჩვენ არ ვაპირებთ მაგიდის აყირავებას მიუხედავად „ქართული ოცნების" სრული შემადგენლობის. იმ ერთ ღლაპზე, კობახიძე რომაა გვარად, ნუ დავიყვანთ იმიტომ, რომ კობახიძემ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თუ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით რამეს მივაღწევთ, მერე "უცბად არ გადავყაროთ".
"ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები, თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 5-6 დღეა უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გუშინ, 24 საათში, დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით, ინფიცირების რიცხვი მერყეობს ისევ, შაბათ-კვირას...
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
აუდიენციაზე კვლავ იმ წინადადებათა პაკეტს განიხილავენ, რასაც პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს. 4-დან 2 პუნქტზე, რომელიც საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას გულისხმობს, დისკუსია გახსნილია, თუმცა ხელისუფლება წითელ ხაზად ტოვებს ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც ოპოზიციური სპექტრისთვის საკვანძო მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ ასევე გამორიცხავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
შეხვედრა კვლავ...
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ შეთანხმება შედგება უბარიერო პროპორციული არჩევნების მიღებასთან დაკავშირებით, იგი პარლამენტში შევა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"უბარიერო პროპორციული არჩევნების მიღება, არა მხოლოდ ჩემ შესასვლელად, არამედ იმისთვის, რომ მე მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, ვთხოვო მათ დახმარება იმ საქმეში, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავითანხმო კოლეგებიც", —...
ხულოს მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 13 800 200 ლარით განისაზღვრა, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე განაწილდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მომავალ წელს ერთი მილიონით გაიზრდება ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხა და მთლიანობაში ოთხ მილიონს გადააჭარბებს. სარეზერვო ფონდი განისაზღვრა 90 ათასი ლარით. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თვითმმართველობამ ასევე გაითვალისწინა სოციალური პროექტებიც. ხულოს ბიუჯეტი ონლაინ რეჟიმში განიხილეს.
აჭარის ბიუჯეტი ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ 18 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 301 მილიონი ლარი იქნება.ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
შენიშვნებით უკან დაბრუნებული ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოში უკვე შევიდა.
დეპუტატების თქმით, შენიშვნები ძირითადად ეხებოდა სოციალური დახმარების, კულტურული ღონისძიებების ჩატარებისა და კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს.
გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 10 დეკემბერს მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2020 წლის 10 დეკემბერს 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, გვირაბის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































