„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
აუდიენციაზე კვლავ იმ წინადადებათა პაკეტს განიხილავენ, რასაც პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს. 4-დან 2 პუნქტზე, რომელიც საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას გულისხმობს, დისკუსია გახსნილია, თუმცა ხელისუფლება წითელ ხაზად ტოვებს ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც ოპოზიციური სპექტრისთვის საკვანძო მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ ასევე გამორიცხავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
შეხვედრა კვლავ ფასილიტატორების ჩართულობით ჩაივლის, თუმცა მხარეებს პროგრესის მოლოდინი არ აქვთ.