გამყრელიძე: თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით, საახალწლოდ უცბად წყალში არ გადავყაროთ

406

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თუ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით რამეს მივაღწევთ, მერე [საახალწლოდ] “უცბად არ გადავყაროთ”.

“ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები, თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 5-6 დღეა უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გუშინ, 24 საათში, დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით, ინფიცირების რიცხვი მერყეობს ისევ, შაბათ-კვირას დაახლოებით 3 500-ის ფარგლებში, დღეს და გუშინ გვაქვს 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში”, — განაცხადა მან.

მისი თქმით, პოზიტიური ტენდენცია უკვე შეინიშნება, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღის შედეგია, ამიტომ ხანგრძლივი პერსპექტივის შესაფასებლად არ გამოდგება. გამყრელიძის თქმით, ყოველკვირეულად გაკეთდება კვირის შეფასება ეპიდსიტუაციის, ტესტირების, მდგომარეობის სამკურნალო ქსელში და შესაბამისად, მიიღება გადაწყვეტილებები.