ხულოს მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 13 800 200 ლარით განისაზღვრა, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე განაწილდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მომავალ წელს ერთი მილიონით გაიზრდება ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხა და მთლიანობაში ოთხ მილიონს გადააჭარბებს. სარეზერვო ფონდი განისაზღვრა 90 ათასი ლარით. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თვითმმართველობამ ასევე გაითვალისწინა სოციალური პროექტებიც. ხულოს ბიუჯეტი ონლაინ რეჟიმში განიხილეს.