ელისაშვილი: 11-ში პარლამენტში არ შევდივარ, არც განცხადებას ვწერ, ველოდები შეთანხმებას

417

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, სადეპუტატო მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში განაცხადა. ამავე დროს, იგი ამბობს, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში არ შევა.

მთავარი არხის ეთერში საუბრისას მანვე განმარტა, რომ დაელოდება გადათვლის ეფექტიან მექანიზმს და თუ 1%-ზე მეტი ცდომილება იქნება, ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.

„11 დეკემბერს პარლამენტში არ შევდივარ, შანსი არაა. პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ, არაფერს არ ვწერ. ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ. ეს პირობა თუ არ შესრულდა, პარლამენტში ფეხს არ შევადგამ არც მე და არც ლევანი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, რომელსაც არც ელისაშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები არ აღიარებენ, პარტია “მოქალაქეებმა” ორი მანდატი მიიღეს.