აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 301 მილიონი ლარი იქნება

358

აჭარის ბიუჯეტი ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ 18 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 301 მილიონი ლარი იქნება.ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

შენიშვნებით უკან დაბრუნებული ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოში უკვე შევიდა.

დეპუტატების თქმით, შენიშვნები ძირითადად ეხებოდა სოციალური დახმარების, კულტურული ღონისძიებების ჩატარებისა და კოვიდ ​პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს.