“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ შეთანხმება შედგება უბარიერო პროპორციული არჩევნების მიღებასთან დაკავშირებით, იგი პარლამენტში შევა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“უბარიერო პროპორციული არჩევნების მიღება, არა მხოლოდ ჩემ შესასვლელად, არამედ იმისთვის, რომ მე მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, ვთხოვო მათ დახმარება იმ საქმეში, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავითანხმო კოლეგებიც”, — განაცხადა მან.
შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდება, პარლამენტში შევა.