კახა კალაძე ოპოზიციაზე: მეორე მხარეს დგას ბოროტება, სიბნელე და დესტრუქცია

322

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ოპოზიციას კვლავ დესტრუქციულ ძალად მოიხსენებს და ამბობს, რომ მათ მხარეს სიბნელე და ბოროტება დგას.

“მგონია, რომ ყველამ უნდა იაზროვნოს სახელმწიფოებრივად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლებიც სჭირდება ქვეყანას. ჩვენ ვხედავთ, რომ პირველივე დღეებიდან არის მიზანმიმართული დესტრუქცია, კონკრეტული პარტიების მხრიდან მცდელობა, რომ არანაირი მოლაპარაკება არ და ვერ შედეგს. ერთ მხარეს დგას სინათლე, განვითარება, ქვეყანაზე ზრუნვა, ეკონომიკურ განვითარებაზე ფიქრი, მეორე მხარეს დგას ბოროტება, სიბნელე და დესტრუქცია”, – თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.

კობახიძე აანონსებს კანონპროტეტის ინიცირებას, რომელმაც შესაძლოა “ნაციონალურ მოძრაობა” არჩევნების მიღმა დატოვოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანს პირველივე შეკრებისთანავე დააინიცირებენ და სამუშაოდ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიწვევენ. თუ კომისია გადაცდომას დაადგენს, მაშინ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.