საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება" „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან მოითხოვს, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის...
გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 13 დეკემბერს, 18:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 13 დეკემბერს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დაგეგმილი სავენტილაციო სისტემის რემონტის სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო, რის გამოც სამუშაოები 18:00 საათამდე გადაიწევს. აღნიშნულ პერიოდში გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, შსს-ის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 85 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის...
ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის #55-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ კვირას საპროტესტო აქცია გამართა. როგორც შეკრებილები აცხადებდნენ, აღნიშნულ ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ ავარიული საცხოვრებელი კორპუსი უფრო დააზიანა. მოსახლეობის ბათუმის მერიას მიმართავს და აცხადებს, რომ გზის მშენებლობის დასრულებამდე ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანონ, ან მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეწყდეს. მათ პროტესტის ნიშნად ქუჩაც გადაკეტეს. "ეს კორპუსი, აშენების დღიდან ავარიულად ითვლებოდა. კორპუსთან გზის მოწყობა, რომ დაიწყეს და...
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს. დღეს ბათუმში, ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. მოგვიანებით, აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეები ტერიტორიის დატოვების თაობაზე სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციელებს...
ქობულეთის საკრებულოში სოფელ დაგვას მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მალხაზ რომანაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. დეპუტატი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. დეპუტატს კორონავირუსი ორი კვირის წინ დაუდგინდა, იგი მკურნალობას სახლში გადიოდა. მდგომარეობის გართულების შემდეგ, კლინიკაში მოათავსეს. დეპუტატი ორი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ყველას მინდა ვუთხრა, მათ შორის აჟღურტულებულ „ქართულ ოცნებას“, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ითვლის ოქმებს. იმ ოქმებშიც კი, რომელიც დათვალეს და რომელ უბნებზეც, არსებობს 8-პროცენტიანი ცდომილება, რომელიც საერთო შედეგზე ახდენს გავლენას, დაახლოებით 4.1 პროცენტით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, „ისფედის“ პარალელური დათვლა არ ახდენს იმ ხმების დათვლას რომელიც არის კარუსელით, მოსყიდული, ადამიანებზე მუქარით და ა.შ. „მნიშვნელოვანია, როგორ გაიგო კობახიძემ და მდინარაძემ „ისფედის“...
"ცესკოს" თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალური განკარგულება გამოსცა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დაფინანსება 14 პარტიას უნდა მიეღო, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ "გირჩს" და "მოქალაქეებს" ცესკოსთვის განცხადებით არ მიუმართავს, საბიუჯეტო თანხას მხოლოდ 12 პარტია მიიღებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრება დანართის შესაბამისად:
წინა სტატია ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს,- ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ნიჟარაძე აღნიშნავს, ორგანიზაცია შეეცადა მაღალი სტანდარტი დაეცვა და რაღაცებზე თვალი არ დაეხუჭა. „ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი...
წინა სტატია პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებული ანგარიში ოპოზიციის პოზიციებს ასუსტებს. როგორც მან განაცხადა, ეს ოპოზიციის პოზიციაზე დარტყმაა. „სიმართლე გითხრათ, დასკვნა სამჯერ გადავიკითხე. თავიდან არ ვუჯერებდი, მეგონა, რომ „ფეიკი“ იყო, რადგან ISFED-ი ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდება, ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციაა - „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ყველა ვენდობით. როდესაც ISFED-ი ამბობს, რომ მას ჰქონდა...
წინა სტატია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარტიების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზები, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა. როგორც ბოკერიამ ფორმულას გადაცემაში პოლიტმეტრი აღნიშნა, ამით მმართველი გუნდი ოპოზიციისთვის მახის მოწყობას ცდილობდა. "ბატონმა კობახიძემ საჯაროდ ბრძანა, ამიტომ ამ შემთხვევაში არანაირი საიდუმლოს გაცემას არ ვახდენ, იგივე გზავნილი ჰქონდა მოლაპარაკებებზეც, რომ აი მოდი ჩავუჯდეთ ISFED-ის პარალელურ დათვლას და თუ დადასტურდა იქ,...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის შედეგებზე დაზუსტებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა მოიხადოს ბოდიში. როგორც ის აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ ცესკოს მონაცემები სწორია. „ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ამ განცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმაც, მეოთხე პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, რადგან საბოლოოდ გაირკვა რომ ცესკოს მონაცემები სწორია და პარალელური დათვლის შედეგებს ემთხვევა. უკვე მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რატომ ამბობდნენ უარს გადათვლაზე,...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ISFED-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას ადასტურებს. კობახიძე ამბობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ონლაინ-შეხვედრა 2-3 კვირის წინ გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დაინეტერესდნენ. კობახიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მეთოდოლოგია ხარვეზიანია: "ჩვენ დავინტერესდით მეთოდოლოგიით, იმიტომ რომ მინუსი ჯდება ყველა პარტიასთან მიმართებით. ქართული ოცნება იყო -2,4; ნაცმოძრაობა იყო - 0,8 და პროპორციულად აკლდებოდა. შესაბამისად, ჩვენ გაგვიჩნდა ლეგიტიმური ეჭვი და მეთოდოლოგია...
სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. თუმცა სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული...
როდესაც არჩევნებში, ლიდერის სახით მონაწილეობს არამოქალაქე პირი და აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა საარჩევნო კამპანიის დროს, ის უფრო მეტად უნდა იყოს სანქცირებული ვიდრე 2 000 ლარია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხევაში თუ პირი, არ აკმაყოფილებს საარჩევნო ცენზებს და როგორც პარტიის ლიდერი ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში, პარტიას უნდა გაუუქმდეს რეგისტრაცია. „თუ ვნახავთ...
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, უპასუხისმგებლო ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა, უმრავლესობას საქმის კეთებაში ხელს არ შეუშლის. როგორც კახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბჭოთა კავშირი ოპოზიციას ენატრება. „როდესაც საქმეა გასაკეთებელი არავითარი დისკომფორტი არ შექმნილა. ჩემ ქვეყანას აქვს გამოწვევები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ძალიან დიდი გამოწვევები საგარეო ვექტორზეც, რომლის წყვეტაც არ შეიძლება მოხდეს. პარლამენტი არის ორგანო, რომელიც საზღვრავს ყველაფერს ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ