კობახიძე: ISFED-თან შეხვედრაზე მეთოდოლოგიით დავინტერესდით, კონკრეტული ეჭვი გვაქვს ხარვეზზე

409

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ISFED-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას ადასტურებს.

კობახიძე ამბობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ონლაინ-შეხვედრა 2-3 კვირის წინ გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დაინეტერესდნენ. კობახიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მეთოდოლოგია ხარვეზიანია:

“ჩვენ დავინტერესდით მეთოდოლოგიით, იმიტომ რომ მინუსი ჯდება ყველა პარტიასთან მიმართებით. ქართული ოცნება იყო -2,4; ნაცმოძრაობა იყო – 0,8 და პროპორციულად აკლდებოდა. შესაბამისად, ჩვენ გაგვიჩნდა ლეგიტიმური ეჭვი და მეთოდოლოგია გავარჩიეთ მათთან ერთად.

თუ დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რა ტიპის ხარვეზი იყო, კონკრეტული ეჭვი გვაქვს, ამ შემთხვევაში არამხოლოდ ქართული ოცნების, არამედ, ყველა პარტიის მინუსი გახდება 0. PVT აჩვენებდა, რომ თითქოს ბარიერს ზემოთ ყველა პარტიამ წაართვა ხმები ბარიერს ქვემოთ დარჩენილ პარტიებს, რაც აბსურდია. რეალურად მარტივი მეთოდოლოგიური შეცდომაა, ამით დავინტერესდით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.