გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 13 დეკემბერს, 18:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 13 დეკემბერს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დაგეგმილი სავენტილაციო სისტემის რემონტის სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო, რის გამოც სამუშაოები 18:00 საათამდე გადაიწევს. აღნიშნულ პერიოდში გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.