"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდათ. „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ იქნებ ვიღაცას გონება გაუნათდეს და ერთი მილიონი ადამიანის არჩევანი ჰაერში არ დატოვოს. თუ შეთანხმება შედგება,...
მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას. თითოეული მათგანი თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ახლა ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, სასურველია მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება. "გუშინდელი საუბრის შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა. მანდატებზე უარის თქმაზე დრო იწურება. ჩვენ შევდივართ პროცესში, რომელსაც მივყავართ გარკვეულ ლოგიკამდე, თუ...
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის პირველი შედეგები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით დასტაბილურებაზე, ინტენსიური ტესტირების პროგრამის გაგრძელება და მიღწეული შედეგების შენარჩუნების პროცესში მობილობის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება გრძელდება, რაც უზრუნველყოფს ინფიცირებულთა დროულ იდენტიფიცირებას, მათ იზოლაციას...
პარლამენტის ბიურომ „ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიმართვა პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის შესახებ, ცნობად მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის დამტკიცების პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმოადგენს. „ეს უნდა მიიღოს ბიურომ ცნობად და როცა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას, უკვე შევუდგებით მთავრობის დამტკიცების პროცედურას",- განაცხადა თალაკვაძემ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და თუ იანვარში კვლავ ამ დატვირთვას დავუბრუნდით, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან მიღებული დასტაბილურება ცალსახად შეზღუდვების შედეგია. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და თუ...
ეს იყო ფაციფუცით აშენებული, ძლიერი ქარის შემთხვევაში, შესაძლოა დანგრეულიყო, ან როგორც მინიმუმ, სახურავს ააგლეჯდა, - ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა აფრიკის დასახლებაში უკანონო ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ საქმე ეხება უკანონო მშენებლობას, არამედ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშენებლობის ყველა ნორმა იყო უგულებელყოფილი, რაც სტიქიური მოვლენების დროს მსხვერპლს გამოიწვევდა. „რაც იქ მოხდა, ცხადია,...
აფრიკის დასახლების მცხოვრებლები სამგორის რაიონის გამგეობასთან შეიკრიბნენ. მათ გუშინ, 14 დეკემბერს დაკავებული ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს. ისინი ასევე ითხოვენ, ის მშენებლობები დაუკანონდეთ, რაც აქვთ აფრიკის დასახლებაში. ინფორმაციას ფორმულანიუსი ავრცელებს. პარალელურად, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 4 ადამიანი გამგეობის წარმომადგენლებს ცალკეც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა: "მივიღეთ პასუხი, რომ ყველანი მოვექცევით სამართლებრივ ჩარჩოში. ეს ნიშნავს, რომ დემონტაჟს გააგრძელებენ. ამბობენ, რომ ფულადი დახმარება ან ქირა იქნება". მოქალაქეებმა...
video
ოჯახები, რომლებიც "ხელმისაწვდომ საცხოვრისში" ბინას ელოდებიან, შესაძლოა, პროგრამის მიღმა დარჩნენ. ბათუმის საკრებულოს მხარდაჭრით, მერიამ, კრიტერიუმები გასულ კვირას შეცვალა, მანამდე მოქმედი პირობების გათვალისწინებით კი, 200-ზე მეტი განაცხადი უკვე შეტანილია. ახლებურად განისაზღვრა სულადობები, ასევე გაიზარდა მინიმალური საშემოსავლო ზღვარი და მაგალითად, თუ კი მუნიციპალურ პროგრამაში მონაწილეობისთვის აქამდე ყოველთვიური გადასახადი თანხის ორმაგი  შემოსავალი საკმარისი იყო, ახლა შემოსავლის სამმაგი ოდენობაა საჭირო. რატომ დაიგეგმა ცვლილებბა ე.წ....
აჭარის საკანონმდებლო ორგანომ დღეს უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება ცნო. დეპუტატებმა პირველ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩიეს. თავმჯდომარის პოსტი 4 წლით დავით გაბაიძემ, მოადგილის კი ტიტე აროშიძემ დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. განისაზღვრა კომისიებში წევრთა რაოდენობა, ასევე აირჩიეს კომიტეტების თავმჯდომარეებიც . თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა: ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი – გიორგი მანველიძე; ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი ჭეიშვილი; საკონსტიტუციო, იურიდიულ და...
ჩვენ ვიმყოფებით ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ არ გვინდა დავაზიანოთ მოლაპარაკების პროცესი. მანდატებს ჩავხსნით მაშინ, როცა მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოიწურება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, „ვიდრე მოლაპარაკების რესურსი არსებობს, მანდატებზე უარის თქმა პროცესს აზიანებს“. „რაც მთავარია, თუ მოლაპარაკების პროცესი დასრულდება დადებითად, ამ პარტიებს, რომლებიც მანდატებზე ამბობენ უარს, მოუწევთ, მიმართონ ირაკლი კობახიძეს ამ მანდატების უკან დასაბრუნებლად. ამ უხერხულობას ჩვენ თავს...
ჩვენ ჩავხსნით სიას და უარსაც ვიტყვით მანდატებზე მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ პარლამენტში არ არის კონსტიტუციის შესაცვლელად საკმარისი ადამიანების რაოდენობა. მოლაპარაკებებზე რასაც ვითხოვთ, იმას სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, სულ მცირე, 113 ადამიანი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩს“ თავიდანვე გვქონდა გაცხადებული, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. „ჩვენ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში ფასილიტატორებთან და როცა...
ლანჩხუთის საკრებულოს ბიუროს დღეს გამართულ სხდომაზე ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს იურიდიული კომისიის დასკვნა, რომელიც ახალი ფრაქციის შექმნას ეხებოდა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. როგორც გაირკვა, ახლადშექმნილ ფრაქციას "ლანჩხუთის გაძლიერებისთვის" ერქმევა და მასში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთან დეპუტატი ლელა ჩახვაძე გაერთიანდება, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია, სადაც თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ცოტა ხნის წინ დატოვა და შესაბამისად, სამი წევრისგან დაკომპლექტებული ფრაქციაც დაიშალა. განმარტებები ამის თაობაზე...
დაბა ხარაგაულის წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის  გამოცხადებულ ტენდერში „ჰიდროტექნოლოგიურმა ჯგუფმა“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ამ ორგანიზაციამ ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა 1 890 360 ლარად უნდა მოაწყოს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა მომზადდეს, ხოლო კანალიზაციის სისტემა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში უნდა მოეწყოს. ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა წლებია ამორტიზებულია.
ქუთაისში საახალწლო ღონისძიებებისთვის სამზადისი ამ დრომდე არ დაწყებულა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყველა ღონისძიება გაუქმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბრის ღამეს ქალაქში საზეიმო განწყობა არ იქნება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ქუთაისის მერიამ შეწყვიტა 15 865 ლარიანი ტენდერიც, რომლითაც ახალი წლის ღამისთვის ფოიერვერკის შეძენა იგეგმებოდა. ღონისძიებების გაუქმების მიზეზად პანდემია სახელდება. თვითმმართველობაში ახლა ერთადერთი საზრუნავი დარჩათ - გასანათებელი მოწყობილობების...
რეგიონში ყველაზე მღალი ნაძვის ხე 20 დეკემბრის შემდეგ განათდება. ამის შესახებ გორის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. მათი ინფორმაციით, საახალწლო სამზადისი კვლავაც მიმდინარეობს. 22-მეტრიანი ნაძვის ხის მონტაჟი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა 15 დეკემბერს დაასრულეს. სატესტო რეჟიმში ჩართეს კომბინატის დასახლებაში გარეგანათება. ქუჩები მოირთო წმინდაწყალზე - ცხინვალის გზატკეცილიც.
დღეს, 16 დეკემბერს, მარნეული-წითელი ხიდის მარშრუტზე მოძრავმა ავტობუსმა მოძრაობა განაახლა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. აღნიშნულ მარშრუტზე ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა რის გამოც მოსახლეობის ნაწილს პრობლემები ექმნებოდათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას წითელი ხიდის მახლობლად მდებარე სოფელ კირეჩ მუღანლოს მოსახლეობამ, 12 დეკემბერს, განაცხადა, რომ წითელი ხიდიდან მარნეულის მიმართულებით ავტობუსი მხოლოდ 10:00 საათზე გადიოდა, ხოლო უკან 15:30 საათზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ