ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და თუ იანვარში კვლავ ამ დატვირთვას დავუბრუნდით, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან მიღებული დასტაბილურება ცალსახად შეზღუდვების შედეგია. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და თუ იანვარში კვლავ ამ დატვირთვას დავუბრუნდით, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ კვირაში დავაკვირდეთ ეპიდვითარებას და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გაბუნიამ.