ბიურომ „ქართული ოცნების“ მიმართვა, პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის შესახებ, ცნობად მიიღო

397

პარლამენტის ბიურომ „ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიმართვა პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის შესახებ, ცნობად მიიღო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის დამტკიცების პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმოადგენს.

„ეს უნდა მიიღოს ბიურომ ცნობად და როცა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას, უკვე შევუდგებით მთავრობის დამტკიცების პროცედურას”,- განაცხადა თალაკვაძემ.