ლანჩხუთის საკრებულოს ბიუროს დღეს გამართულ სხდომაზე ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს იურიდიული კომისიის დასკვნა, რომელიც ახალი ფრაქციის შექმნას ეხებოდა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
როგორც გაირკვა, ახლადშექმნილ ფრაქციას “ლანჩხუთის გაძლიერებისთვის” ერქმევა და მასში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთან დეპუტატი ლელა ჩახვაძე გაერთიანდება, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია, სადაც თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ცოტა ხნის წინ დატოვა და შესაბამისად, სამი წევრისგან დაკომპლექტებული ფრაქციაც დაიშალა.
განმარტებები ამის თაობაზე მაშინ არც ლელა ჩახვაძემ და არც „ნაციონალთა“ ადგილობრივმა ლიდერმა არ გააკეთა.
ცნობისთვის, ლელა ჩახვაძე მოქმედ საკრებულოში “პატრიოტთა ალიანსის” კვოტით მოხვდა, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთად ერთ ფრაქციაში გაერთიანების შემდეგ “პატრიოტთა” რიგები მალევე დატოვა.