დაბა ხარაგაულის წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში „ჰიდროტექნოლოგიურმა ჯგუფმა“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამ ორგანიზაციამ ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა 1 890 360 ლარად უნდა მოაწყოს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა მომზადდეს, ხოლო კანალიზაციის სისტემა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში უნდა მოეწყოს.
ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა წლებია ამორტიზებულია.