M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია. M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია. ვაქცინა სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება. იმუნიზაციის დაწყების თაობაზე თბილისის ტაქსის მძღოლებმა...
„მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ თბილისის მთავრობის კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ქონება უნდა დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე უაკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი ქმედება გავამართლოთ, ადამიანების გაჭირვებით“, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. „კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის იმ ოჯახების ვისაც უჭირს და ვისაც სერიოზული პრობლემები აქვს. დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი გათვლილია იმ მიმართულებით, რომ დავეხმაროთ...
კვების ობიექტებისთვის, რომლებიც ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ, დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა იქნება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმ ობიექტებს, რომლებმაც პანდემიის გამო მუშაობა შეწყვიტეს, დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად მოეხსნებათ. „შეღავათი ეხებათ კვების ობიექტებს. მოგეხსენებათ, რომ რესტორნები და სხვა კვების ობიექტები ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ და სტუმრებს ვერ მასპინძლობენ შესაბამისად ამ პერიოდში,...
პროგრამები, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და დევნილების დახმარებას ითვალისწინებს, კიდევ უფრო გაძლიერდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე პირველი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე ისაუბრა. გახარიას თქმით, რეფორმა იქნება მიმართული იმისკენ, რომ სერვისის მიღებისას მოქალაქეების „ჯიბიდან გადასახდელები“ შეამციროს. „გლობალური პანდემიის პირობებში და ეპოქაში განსაკუთრებული სფეროები არსებობს, რომლებიც წინა პლანზე გადმოდიან. ჩვენ ყველას...
ვინაიდან პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესებულია დეკემბერ-იანვრის თვეებში, მეწარმე სუბიექტებს იჯარის გადასახადი მოეხსნებათ ამ თვეებშიც. ასევე, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია-საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია-საურავების დინებაც შეჩერდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, პანდემიის პირველი ტალღის დროს მერიამ გაავრცელა სხვადასხვა ტიპის შეღავათი მეწარმე სუბიექტებზე,...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავრობის ვალდებულებაა დაიცვას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები უკანონო შენობა-ნაგებობებისგან და დაუშვებელია მსგავსი ფაქტების გამართლება ადამიანების გაჭირვებით. "მინდა ყველას შევახსენო, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა და სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია, ასეთი დარღვევები გავამართლოთ ადამიანების...
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება მიუღებელია, რადგან ხვალ შეიძლება ვინმემ კერძო საკუთრებაში განათავსოს მსგავსი შენობა-ნაგებობა და თქვას, რომ მისი საცხოვრებელია. "ქონებების უკანონოდ მიტაცება და მათზე უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება კერძო საკუთრებაში ვიღაცამ განათავსოს ამდაგვარი შენობა-ნაგებობა და რა თქმა უნდა, თქვას, რომ...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, კოვიდ-19-ის მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ჰანს კლუგეს დედაქალაქის მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეებისა თუ...
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს განაგრძობს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გამგეობამ წელს 22 ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. „მოეწყო შიდა ეზოები. რამდენიმე მისამართზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება გლდანში, ინგუშეთის ჩიხსა და გასასვლელში, რომლის ფარგლებში, დაახლოებით, 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბი ემ სი“...
პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ის ოპოზიცია, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა და მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში, – ამის შესახებ პარლემენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთპარტიულ პარლამენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში. „არავითარ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ის ოპოზიცია, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა და მოატყუა, რომ...
არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რომ რევოლუციას დააფინანსებს, - ასე განმარტავს „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი იმ საკანონმდებლო ინიციატივის არსს, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. სუბარის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ღიად და მკაფიოდ ყველა საჯარო სივრცეში სწორედ რევოლუციაზე ლაპარაკობენ. „ერთია, როცა პარტიების განვითარებას აფინანსებ და მეორეა, როცა პარტიები ამბობენ, რომ არაფერი აინტერესებთ რევოლუციის გარდა. ნახეთ, ნიკა მელიას, მიხეილ...
„ქართულ ოცნებას“ აშკარად „მოეწონა“ ხალხის სახლში გამოკეტვა, უმუშევრად დატოვება, რასაც გადასარევად იყენებენ კიდეც სათავისოდ და პოლიტიკურ დატვირთვასაც ანიჭებენ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, „ახალი - ძველი მთავრობის დამტკიცებას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, რადგან „ ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში რამის გამოსწორების აღარც რესურსი გააჩნია და აღარც სურვილი. „აი, თურმე ასეთი ყოფილა ბიძინა ივანიშვილის გადმოსახედიდან დანახული „საოცნებო“ საქართველო და...
„ეკონომიკურ გუნდს და პირადად არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია გვქონდა სავაჭრო ობიექტებთან და ძალიან დიდი ნაწილი იმ შეზღუდვების და წესების, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სავაჭრო ობიექტები მზად არიან, თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. „ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მხრიდან...
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება და გახსნა სავაჭრო "მოლების" მსგავსად ავეჯის მაღაზიებსაც ეხება. როგორც ფერაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, ყველა ობიექტი შრომის ინსპექტირების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. „ეს ეხება ისეთი ტიპის ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს, სადაც დადგენილია პროტოკოლით განსაზღვეული მოთხოვნები. თუ მანამდე 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვებოდა, ახლა უკვე ერთი ადამიანი დაიშვება 20 კვადრატულ მეტრზე, რომელიც მკაცრად გაკონტრილდება....
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ტიტე აროშიძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გიორგი მანველიძეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა იყო. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის...
როცა მცხეთის მორატორიუმზე კითხვა პირველად დავსვი, ეს 2015 წელს იყო. ეს კადრები ამოვიღე და ბევრად ნაკლები ჭაღარა მქონდა, ვიდრე დღეს მაქვს. ისევ ამ თემაზე ვსაუბრობთ, - ამის შესახებ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჯანდაცვის და სოციალურ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძემ კითხვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, რა ვადით გაგრძელდება მცხეთის მორატორიუმი. „საახალწლოდ კიდევ ექნება ეს „საჩუქარი“ მცხეთას, ანუ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ