ჭიჭინაძე: „ქართულ ოცნებას“ აშკარად „მოეწონა“ ხალხის სახლში გამოკეტვა, უმუშევრად დატოვება, რასაც გადასარევად იყენებენ კიდეც სათავისოდ

388

„ქართულ ოცნებას“ აშკარად „მოეწონა“ ხალხის სახლში გამოკეტვა, უმუშევრად დატოვება, რასაც გადასარევად იყენებენ კიდეც სათავისოდ და პოლიტიკურ დატვირთვასაც ანიჭებენ, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ახალი – ძველი მთავრობის დამტკიცებას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, რადგან „ ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში რამის გამოსწორების აღარც რესურსი გააჩნია და აღარც სურვილი.

„აი, თურმე ასეთი ყოფილა ბიძინა ივანიშვილის გადმოსახედიდან დანახული „საოცნებო“ საქართველო და ამას 8 წლის თავზე ყველზე მძაფრად ვხედავთ. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, „ოცნების“ მთავრობის დათვლით, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 320 ლარია. ანუ, ერთმა ადამიანმა დღეში 80 ცენტზე ნაკლები უნდა იმყოფინოს, რაც ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნებისთვისაც კი, კატასტროფული მაჩვენებელია. ამ ყველაფრის ფონზე, ვხედავთ, რომ „ოცნებას“ აშკარად „მოეწონა“ ხალხის სახლში გამოკეტვა და უმუშევრად დატოვება, რასაც გადასარევად იყენებენ კიდეც სათავისოდ და პოლიტიკურ დატვირთვასაც ანიჭებენ.

ამიტომ, ახალი- ძველი მთავრობის დამტკიცებას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ ორ თვეში რა იქნება ქვეყანაში, ის არ იციან, არათუ მათი მითები 2024 წელზე. იგივე მინისტრების დატოვება მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილის გარდა, მათ არავინ ნიშნავს. იგივე შემადგენლობა იმიტომ დატოვა, რომ „ოცნებას“ ქვეყანაში რამის გამოსწორების აღარც რესურსი გააჩნია და აღარც სურვილი. მინისტრებიდან თითოეული კი, ყველა რომელიღაცა დაჯგუფების წამომადგენელია და შესაბამისად, მათი ბალანსი, ივანიშვილის გარშემოც და კლანებშიც, შენარჩუნებულია. რომ შეგვპირდნენ დიდი ზარ-ზეიმით, „ქართუ ფონდი“ პანდემიის დროს ყველა დანაკარგს დააფინანსებსო, დაივიწყეს? თუ ესეც მორიგი სიყალბე იყო?!“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობის მოსმენას განაგრძობს. პარლამენტი ასევე სამთავრობო პროგრამა 2021-2024 “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავს.

პარლამენტის კომიტეტებში დღეს საერთო ჯამში მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენენ.