კალაძე: თბილისის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ

923

M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია. M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია. ვაქცინა სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება.

იმუნიზაციის დაწყების თაობაზე თბილისის ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიისგან უკვე მიიღეს SMS შეტყობინება“, – განაცხადა კალაძემ.