თბილისის მერია: გლდანში, ინგუშეთის ჩიხსა და გასასვლელში, ასფალტის საფარი ეწყობა

366

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს განაგრძობს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გამგეობამ წელს 22 ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა.

„მოეწყო შიდა ეზოები. რამდენიმე მისამართზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება გლდანში, ინგუშეთის ჩიხსა და გასასვლელში, რომლის ფარგლებში, დაახლოებით, 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბი ემ სი“ ახორციელებს, დაახლოებით, 195 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე პროცესს გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.