საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ტიტე აროშიძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გიორგი მანველიძეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა იყო.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ პრეზიდენტს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა.