კალაძე: 2021 წელს თბილისის ბიუჯეტიდან 350 მილიონი დაიხარჯება იმ ოჯახებსა და ადამიანებზე ვისაც ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება

335

„მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ თბილისის მთავრობის კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ქონება უნდა დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე უაკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი ქმედება გავამართლოთ, ადამიანების გაჭირვებით“, – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის იმ ოჯახების ვისაც უჭირს და ვისაც სერიოზული პრობლემები აქვს. დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი გათვლილია იმ მიმართულებით, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა.

2021 წელს 350 მილიონი იქნება დახარჯული ამ მიმართულებით, როდესაც მიმდინარეობს ბიუჯეტზე მუშაობა პირველი რასაც ვაკეთებთ, ისაა რომ ამ მიმართულებით განისაზღვროს პროგრამები და ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. მაგრამ ქონებების მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დაუშვებთ“- განაცხადა კალაძემ.