მთავრობის ადმინისტრაციისთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. "ხელისუფლებამ გაწირა ადამიანები!”, “ჩვენს შვილებს ვერ მოვაშიებთ”- ამ სლოგანით აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მართავენ. მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგებლები. აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები არაკანონიერია. მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამასთან, აქციაზე სიმბოლურად იყიდება სხვაფასხვა სფეროს...
ბათუმის მერიის მუნიციპალურ სამსახურში ხმაური იყო. თანამშრომელი ლელა ჩხაიძე სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. ლელა ჩხაიძე ამბობს, რომ ის სამსახურიდან  31 დეკემბერს გაათავისუფლეს, თუმცა ამის შესახებ თავად გუშინ გაიგო. ლელა ჩხაიძის თქმით, ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან ერთერთი ტელევიზიის ეთერში შეამჩნიეს, რომ ის ბათუმში, თავისუფლების კვარტალში, აქციაზე იყო. გარდა ამისა, ჩხაიძე, არჩევნებში მხარს უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას – საარჩევნოდ მიმაგრებული იყო ერთ...
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფანგანს, რომელმაც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოსთან ერთად ფანგანს საზღვრის გადაკვეთა, დაზარალებულთან მიახლოება და კომუნიკაცია აეკრძალა და ასევე, გამომძიებელთან კვირაში ერთხელ გამოცხადება დაევალა. 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა. როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა,...
ხარაგაულში მასწავლებლები ტრანსპორტის ამოქმედებას ითხოვენ, - ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 1 თებერვლიდან ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობის ხუთ სოფელში – წიფაში, მოლითში, ზვარეში, ვახანსა და მარელისში ხაშურიდან, ზესტაფონიდან და ხარაგაულიდან ორმოცი მასწავლებელი მუშაობს. ყველა მათგანი ზესტაფონი-ხარაგაული-ხაშურის საგარეუბნო მატარებლით მგზავრობდა. მატარებლების მიმოსვლა როდის აღდგება, ჯერჯერობით, უცნობია. სკოლებამდე მისვლა განსაკუთრებით რთული ხაშურიდან...
საქართველოს მთავრობამ „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ამ დადგენილების მიხედვით, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაცია ამბროლაურში, ცაგერში, ონში, ქუთაისში, თიანეთში, დმანისში, წალკაში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროსა და ლენტეხში იგეგმება. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში შემავალი 18 კლინიკიდან ხუთთვიანი სახელფასო დავალიანება ხარაგაულის, ლანჩხუთის, დედოფლისწყაროს, ბორითის, თეთრიწყაროსა და ქუთაისის ო. ჩხობაძის სამედიცინო დაწესებულებებშია. ლანჩხუთის კლინიკის დირექტორი თინათინ...
ხუნევის საბავშვო ბაღის ეზო ადიდებულმა მდინარე ძირულამ დააზიანა და რამდენიმე ხე მოთხარა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. საბავშვო ბაღის გამგის, ნინო ჭუბაბრიას ინფორმაციით, 1986 წელს აშენებული ბაღის შენობა ავარიულია და სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ამჟამად ხუნევის საბავშვო ბაღში 21 აღსაზრდელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესის განახლების შემდეგ, თუ სტიქიის გამო ბაღის ფუნქციონირებას ხელი შეეშლება, აღსაზრდელებს დროებით ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში გადაანაწილებენ...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სწორად დაგეგმისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილია მოთხოვნა, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლების შესახებ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე ისაუბრა. „ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავაგზავნეთ ყველა კლინიკაში და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოგვაწოდონ დეტალური სია ყველა იმ თანამშრომლის,...
ქუთაისის ,,ახალგაზრდა ლეიბორისტები'' საკრებულოს წევრებს სტუდენტებისთვის სამგზავრო შეღავათების დაწესების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისთვის ტარიფის განახევრების შესახებ ინიციატივა "ახალგაზრდა ლეიბორისტებმა'' ერთი წლის წინ, მერიაში სტუდენტებთან ერთად დაარეგისტრირეს. აღნიშნულ საკითხს საკრებულო 27 იანვარს განიხილავს. "სტუდენტებს დღის განმავლობაში უნივერსიტეტის კორპუსებს შორის უწევთ გადაადგილება, რაც მნიშვნელოვან ხარჯთანაა დაკავშირებული. ახალგაზრდებს სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ იყვნენ მეტად აქტიურები. ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის...
აღარც მუსიკის ხმა ისმის და არც ახალი ნაწარმოებები იქმნება, ბორჯომის „კომპოზიტორთა სახლი“, რომელიც საქართველოში ერთ–ერთი უნიკალური შენობაა, დაახლოებით 15 წელია დაკეტილია. შენობის დაბრუნების მოთხოვნით, დავა კომპოზიტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2006 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში შენობაც და მუსიკალური ინსტრუმენტებიც განადგურების პირას მივიდა. ამ თემაზე სტატიას სამხრეთის კარიბჭე წერს. „კომპოზიტორთა სახლის“ დაბრუნებაზე „მუსიკალური ფონდის“ და კომპოზიტორთა კავშირის“ წარმომადგენლები...
1 მარტიდან ზერტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სააღმზრდელო პროცესი ახალ შენობაში გაგრძელდება. როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ამბობენ, შენობის მეპატრონემ, სადაც აქამდე სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობდა, დოკუმენტაცია ვერ მოაწესრიგა, ამიტომ ახალი ფართი დაიქირავეს. სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა, ზერტის საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა და კიდევ ერთხელ გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას. "ამ სოფელში ჩვენ დაქირავებული გვქონდა ბაღისთვის შენობა, მაგრამ მეპატრონემ ვერ მოაწესრიგა შენობის დოკუმენტაცია და იძულებულები გავხდით სხვა შენობა მოგვეძებნა. შენობა გამოჩნდა...
გორში, წმინდაწყლის ბაზრობასთან მოვაჭრეებმა 25 იანვარს აქცია გამართეს. ისინი ადმინისტრაციისგან საქმიანობის გაგრძელების შესახებ ნებართვას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მათი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა და შემდეგ შენობაში გაჩენილმა ხანძარმა სერიოზული ზარალი მიაყენა, ამიტომ როგორც თავად განმარტავენ, საარსებო მინიმუმის მისაღებად, საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვანია. აქციის მონაწილეებს ბაზრობის დირექტორი შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოვაჭრეთა არნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. თავად ადმინისტრაციაში...
ბორჯომში, მესხეთის ქუჩის N3 და N7-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, განახლდა მოაჯირები და მოწესრიგდა შენობის იერსახე. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა. ბორჯომის მერია ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.
გორში, სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას 990 270 ლარი აქვს გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთებზე უნდა განხორციელდეს დაზიანებული ბეტონის ბორდიურების და ტროტუარის ფილების დემონტაჟი და გატანა ტერიტორიიდან; ტროტუარი მოეწყობა ევროსტანდარტით დამზადებული დაწნეხილი ფილებისაგან პანდუსების გათვალისწინებით. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 50 აღსაზრდელზე გათვლილი შენობის აშენება, რისთვისაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 725 860 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით,სკოლის რეაბილიტაცია ივნისში დასრულდება. ამის შესახებ სპექტრი წერს. „მთლიანად მოხდება სკოლის რეაბილიტაცია, პლიუს სასკოლო სასწავლო ინვენტარით აღჭურვა. ამ დროისთვის დასრულდა ჭერის გადახურვა, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სასწავლო კაბინეტების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა და აღჭურვა, დაიგება იატაკი, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და მოწესრიგდება სველი წერტილები....
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის შენობასთან ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი აღნიშნული უწყებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაში მონაწილეობდნენ, რის გამოც სამსახურები დაკარგეს. შეკრებილების თქმით, მუნიციპალური ინსპექციიდან 31 დეკემბერს გაუშვეს, თუმცა სამსახურის დატოვების შესახებ დღეს შეიტყვეს. აქციის მონაწილეები, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. თავის მხრივ, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ თანამშრომლებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ