გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 50 აღსაზრდელზე გათვლილი შენობის აშენება, რისთვისაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 725 860 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს.