ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის შენობასთან ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი აღნიშნული უწყებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაში მონაწილეობდნენ, რის გამოც სამსახურები დაკარგეს.
შეკრებილების თქმით, მუნიციპალური ინსპექციიდან 31 დეკემბერს გაუშვეს, თუმცა სამსახურის დატოვების შესახებ დღეს შეიტყვეს.
აქციის მონაწილეები, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
თავის მხრივ, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ თანამშრომლებს 6- თვიანი ხელშეკრულება ჰქონდათ და დეკემბრის ბოლოს ვადა ამოეწურათ.