გორში, წმინდაწყლის ბაზრობასთან მოვაჭრეებმა 25 იანვარს აქცია გამართეს. ისინი ადმინისტრაციისგან საქმიანობის გაგრძელების შესახებ ნებართვას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მათი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა და შემდეგ შენობაში გაჩენილმა ხანძარმა სერიოზული ზარალი მიაყენა, ამიტომ როგორც თავად განმარტავენ, საარსებო მინიმუმის მისაღებად, საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
აქციის მონაწილეებს ბაზრობის დირექტორი შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოვაჭრეთა არნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. თავად ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ ხანძრის შემდეგ შენობა უსაფრთხოა და მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას სახურავის შეკეთებამდეც შეძლებენ.
ჯერჯერობით უცნობია, გაიხსნება თუ არა 15 თებერვლისთვის აღნიშნული ობიექტი. ინფორმაციისთვის, მთავრობა სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების მოხსნას, სწორედ თებერვლის მეორე ნახევრიდან გეგმავს.