გორში, სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა

337

გორში, სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას 990 270 ლარი აქვს გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთებზე უნდა განხორციელდეს დაზიანებული ბეტონის ბორდიურების და ტროტუარის ფილების დემონტაჟი და გატანა ტერიტორიიდან; ტროტუარი მოეწყობა ევროსტანდარტით დამზადებული დაწნეხილი ფილებისაგან პანდუსების გათვალისწინებით.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.