ბორჯომის მერია: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

302

ბორჯომში, მესხეთის ქუჩის N3 და N7-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, განახლდა მოაჯირები და მოწესრიგდა შენობის იერსახე. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა.

ბორჯომის მერია ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.