ჩვენს ოპოზიციას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და მის დესტრუქციულ ნაწილს ნამდვილად არ აწყობს ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ არასწორია რევოლუციურ სცენარზე და აფეთქებაზე საუბარი. მისი თქმით, ხელისუფლების ყოველდღიური ამოცანაა მართოს პანდემიაც და ეკონომიკის გახსნის პროცესი ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი შედეგები. „ინფიცირების გავრცელების ტემპი დამოკიდებულია თითოეულ...
საფეხბურთი კლუბის "ტორპედოს" ქუთაისმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფეხბურთელების, ტენიკური პერსონალის მიმართ არსებული დავალიანებების დასაფარავად თანხა კლუბმა ,,ფეხბრთის განვითარების ფონდიდან" მიიღო. "ეს თანხა 900 ათას ლარამდე იყო. მნიშვნელოვანი იყო ამ დავალიანების დაფარვა გუნდისთვის. პირველად სამი წლის განმავლობაში, გუნდი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე დაიწყებს. დავალიანების დასაფარავად თანის მიღებაში გუნდს...
ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, შიდა სივრცეში ინვენტარის განთავსება მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, კეთილმოეწყო ყველა ოთახი, შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი. სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობაში სარემონტო სამუშაოები ბოლო 40 წელია არ ჩატარებულა.
ტოიოტა პრადო-2008-IL020LL გორის მერისთვის განპიროვნებული ავტომანქანაა, რომლის ხარჯმა გასულ წელს 12 ათას ლარს გადააჭარბა. კონკრეტულად კი მისი მოვლა-შენახვისთვის ბიუჯეტიდან 4873 ლარი გამოიყო, ბენზინის შესაძენად გაწერილმა თანხამ კი გასულ წელს 7736 ლარი შეადგინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი თანხა ამ მიმართულებით სექტემბერში დაიხარჯა. რა დროსაც მერის სარგებლობაში არსებულმა ტოიოტა პრადომ 1102 ლარის საწვავი დახარჯა. კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მერიამ 4 ახალი ავტომანქანა შეიძინა,...
ზერტში, ადგილობრივი, რომლის სახლიც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საბავშვო ბაღისთვის ჰქონდა დაქირავებული სააგენტოს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ხათუნა ტერუნაშვილმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ ახალი ფართი, რომელიც სააგენტომ იქირავა გორის რესურცენტრის დირექტორის ნათესავს ეკუთვნის. მას კი ხელშეკრულება დაუსაბუთებელი მიზეზის გამო აღარ გაუგრძელეს. "ორ წელში სამი კონტრაქტი დამიდეს და მაშინ მქონდა საბუთები მწყობრში და ახლა აღარ მაქვს? ვერაფერს მეუბნებიან. ახალი ფართი ვისგანაც იქირავეს, ძალიან მიუდგომელ ადგილას არის. ჩემი...
ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გაიხსნას და უნდა გაიხსნას, რაც შეიძლება, მალე. მისთვის, ასევე, გაუგებარია, რატომ არ არის გახსნილი ამ დრომდე ზამთრის კურორტები და რატომ მოქმედებს კომენდანტის საათი საღმოს 9 სააათის შემდეგ. "ჩემთვის ამ დრომდე გაუგებარია, მაგალითად, რატომ მოქმედებს კომენდანტის საათი საღამოს 9 საათის შემდეგ, ვერ ამიხსნა ვერავინ, რატომ არ ფუნქციონირებს...
არსებობს შეფასების კრიტერიუმი - დადებითობის მაჩვენებელი. გვაქვს მიდგომა, რომ რეგიონების მიხედვით ვიმოქმედოთ, ყოველი კვირის თავზე მოხდება თითოეულ რეგიონში დადებითობის მაჩვენებლის შეფასება და ეტაპობრივად გავხსნით სხვა დარგებსაც, - ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ჩაკეტვა და შეზღუდვების დაწესება არაა ჩვენი ნება-სურვილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვმარტავთ, რომ არსებობს კრიტერიუმი - დადებითობის მაჩვენებელი. არის მიდგომა, რომ რეგიონების მიხედვით ვიმოქმედოთ, ყოველი კვირის თავზე...
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას. ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე განაცხადა. „ჩემი აზრით, ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი, შემსუბუქება ნიშნავს, რომ ხელისუფლება უბრალოდ მანიპულირებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესით. მაგალითად, აცხადებენ, რომ გაიხსნება ფრენები პირველი თებერვლიდან, რასაც, ჩემი აზრით, შინაარსი არ აქვს, რადგან ფრენების გახსნას რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს, როცა ადამიანი ვერ...
„ლელოს“ წარმომადგენელი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს, კერძოდ, პირველ რიგში უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. „ჩვენ ვითხოვთ რეგულაციების გონივრულ შემსუბუქებას - პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება ყველაზე რთულად აისახა ჩვენი მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილზე“, - განაცხადა ბუაძემ. მთავრობის...
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება. „ვინაიდან ეს არაა ინდუსტრია, რომელიც თებერვალში იხსნება, ჯერჯერობით არ გვაქვს ეს გეგმაში, მაგრამ სამაგიეროდ მათ ავსახავთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და დავეხმარებით მათ შორის, სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოესი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.
წინა სტატია მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები გეგმავენ, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართონ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სასამართლოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ რეგულაციებს გაასაჩივრებენ. „ჩვენ შევიტანთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელსაც ერქმევა „ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არის არაკანონიერი. ის ზღუდავს როგორც მეწარმოების უფლებას, ისე საკუთრების უფლებას. ამას გავაპროტესტებთ, სხვა ადგილი არც დაგვრჩენია, სად მივიდეთ? პარლამენტმა უარი თქვა ნებისმიერი...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი ხარაჩოდან გადმოვარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანეს. „მამაკაცს დაზიანებული აქვს მალა, მოტეხილი აქვს ნეკნები. წინასწარი დათვალიერებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა არ აღენიშნება. ახლაც მიმდინარეობს კლინიკო- ლაბორატორიული კვლევები,“- განაცხადა კლინიკა „მედალფას" ხელმძღვანელმა, დავით მდინარაძემ.
“ცხრა წელი ერთ პარტიას კი არა, ცოლი ქმარს არ უერთგულებს და პირიქით!”- წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, "ნაციონალური მორაობის" ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა. “როცა ლიდერების ნაწილს არ ესმით თუ რა ტიპის და კატეგორიის ელექტორატზე დგას მისი პარტია და როგორც წითელი ვაშლი, ისე გამოირჩევა დანარჩენი საპროტესტო ელექტორატიდან, ეს არა ჩვენი ამომრჩევლების, არამედ მისი პრობლემაა! ენმ-ს ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი არ ცხოვრობს...
რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ორი სკოლის რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის ორივე საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. „ქალაქის სამ საჯარო სკოლას უკვე ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, წელს კიდევ ორ #25 და 26-ე სკოლებში...
ქალაქ ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყლის სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში 350 მ³ ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე, კობა ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია გაეცნენ. სამუშაოებში ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული. ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. სტიქიის სალიკვიდაციოდ სახელწიფო ბიუჯეტიდან...
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ. "ამოგვივიდა ყელში და ყველა გავჩერდით. მთელი ტექნიკა გაჩერებულია და არ ვაპირებთ გაგრძელებას, იმიტომ, რომ მანამდე გვატყუეს, მოგიმატებთო , არ მოგვემატა. ნახევარს მოუმატეს, ნახევარს — არა. იგივე პოზიციაზე, იგივე ტრაქტორზე მუშაობენ და ნახევარს დაბალი ხელფასი აქვს, ნახევარს — მაღალი", — პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან. "შეგვატყობინეს, რომ ხვალიდან ყველანაირი ხელშეკრულება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ