გორის მერის მანქანის შენახვა ბიუჯეტს 12 609 ლარი დაუჯდა

469

ტოიოტა პრადო-2008-IL020LL გორის მერისთვის განპიროვნებული ავტომანქანაა, რომლის ხარჯმა გასულ წელს 12 ათას ლარს გადააჭარბა. კონკრეტულად კი მისი მოვლა-შენახვისთვის ბიუჯეტიდან 4873 ლარი გამოიყო, ბენზინის შესაძენად გაწერილმა თანხამ კი გასულ წელს 7736 ლარი შეადგინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი თანხა ამ მიმართულებით სექტემბერში დაიხარჯა. რა დროსაც მერის სარგებლობაში არსებულმა ტოიოტა პრადომ 1102 ლარის საწვავი დახარჯა.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მერიამ 4 ახალი ავტომანქანა შეიძინა, რომელთა მოვლა-შენახვა ბიუჯეტს თავზარაშვილის თქმით, დაახლოებით 20 ათასი ლარი უჯდება.

მერიის ინფორმაციით, 2021 წელს დაგეგმილი ხარჯებია: საწვავის შესაძენად გათვალისწინებულია 120000 ლარი. ავტომანქანების მოვლა – შენახვაზე გათვალისწინებულია 30000 ლარი.

ინფორმაციისთვის, მერიის ბალანსზე ამ დროისთვის 10 ავტომანქანა ირიცხება, რომელთა საწვავის ხარჯმა გასულ წელს 35 650 ლარი შეადგინა. მათ მოვლა-შენახვისთვის კი 2020 წელს 28 283 ლარი დაიხარჯა.