ბორჯომის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

604

ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, შიდა სივრცეში ინვენტარის განთავსება მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, კეთილმოეწყო ყველა ოთახი, შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი.

სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობაში სარემონტო სამუშაოები ბოლო 40 წელია არ ჩატარებულა.