ოზურგეთის მერიის შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და დაშავდა

541

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი ხარაჩოდან გადმოვარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანეს.

„მამაკაცს დაზიანებული აქვს მალა, მოტეხილი აქვს ნეკნები. წინასწარი დათვალიერებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა არ აღენიშნება. ახლაც მიმდინარეობს კლინიკო- ლაბორატორიული კვლევები,“- განაცხადა კლინიკა „მედალფას” ხელმძღვანელმა, დავით მდინარაძემ.