მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები გეგმავენ, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართონ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სასამართლოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ რეგულაციებს გაასაჩივრებენ.
„ჩვენ შევიტანთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელსაც ერქმევა „ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არის არაკანონიერი. ის ზღუდავს როგორც მეწარმოების უფლებას, ისე საკუთრების უფლებას. ამას გავაპროტესტებთ, სხვა ადგილი არც დაგვრჩენია, სად მივიდეთ? პარლამენტმა უარი თქვა ნებისმიერი სახით ჩარევაზე და მთელი უფლება მთავრობას გადასცა, ჩვენ ერთადერთი სადაც შეგვიძლია, რომ თავი დავიცვათ, არის საკონსტიტუციო სასამართლო”,- განაცხადა „თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.