ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, “მთავარ არხზე”, გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გაიხსნას და უნდა გაიხსნას, რაც შეიძლება, მალე.
მისთვის, ასევე, გაუგებარია, რატომ არ არის გახსნილი ამ დრომდე ზამთრის კურორტები და რატომ მოქმედებს კომენდანტის საათი საღმოს 9 სააათის შემდეგ.
“ჩემთვის ამ დრომდე გაუგებარია, მაგალითად, რატომ მოქმედებს კომენდანტის საათი საღამოს 9 საათის შემდეგ, ვერ ამიხსნა ვერავინ, რატომ არ ფუნქციონირებს დღემდე ზამთრის კურორტები… რატომ არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – უამრავი ადამიანი იყო, ვისაც მოსვლა უნდოდა აქ და ვერ მოვიდა, ყველა ვერ წამოვიყვანეთ, არადა, რამდენი ადგილიც გვქონდა, ყველამ ჩავისვით ვიღაც…
170.000-ზე მეტი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამ სფეროს ადამიანებთან, ვინც მოაწყო დღევანდელი აქცია და გეგმა, რომელიც ახლა არსებობს, ეს არის თბილისის სხვადასხვა უბანში პატარ-პატარა გამოსვლების მოწყობა, სადაც იმედია, ხალხი გამოვა და მოთხოვნა იქნება ერთი – ქვეყანა უნდა გაიხსნას და უნდა გაიხსნას სასწრაფოდ…
მე, როგორც მოქალაქე და პოლიტიკოსი, ვიქნები ამ ხალხთან და ვეცდები მათ ავუხსნა, რომ თუ საკმარისად, ყველა ერთად არ გავბრაზდით იმის გამო, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არაფერი გამოვა”, – თქვა კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე მისულმა ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება.
იხილეთ ბმულზე, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1 თებერვლიდან.