ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყლის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა მიმდინარეობს

449

ქალაქ ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყლის სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში 350 მ³ ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე, კობა ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია გაეცნენ.

სამუშაოებში ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული. ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

სტიქიის სალიკვიდაციოდ სახელწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის 1 000 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების ფარგლებში ხიდები, ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები და ნაპირსამაგრი ჯებირები მოეწყო.