ბუაძე: ჩვენ ვითხოვთ რეგულაციების გონივრულ შემსუბუქებას – პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას

324

„ლელოს“ წარმომადგენელი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს, კერძოდ, პირველ რიგში უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვითხოვთ რეგულაციების გონივრულ შემსუბუქებას – პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება ყველაზე რთულად აისახა ჩვენი მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილზე“, – განაცხადა ბუაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება.

იხილეთ ბმულზე, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1 თებერვლიდან.