საფეხბურთი კლუბის “ტორპედოს” ქუთაისმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფეხბურთელების, ტენიკური პერსონალის მიმართ არსებული დავალიანებების დასაფარავად თანხა კლუბმა ,,ფეხბრთის განვითარების ფონდიდან” მიიღო.
“ეს თანხა 900 ათას ლარამდე იყო. მნიშვნელოვანი იყო ამ დავალიანების დაფარვა გუნდისთვის. პირველად სამი წლის განმავლობაში, გუნდი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე დაიწყებს. დავალიანების დასაფარავად თანის მიღებაში გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობიდან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარნენ”,- განაცხადა ,,ტორპედოს” მედიაოფიცერმა თორნიკე ღვინიანიძემ.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბი მოლაპარაკლებებს ქართველ და უცხოელ ფეხბურთელებთან აწარმოებს და ,,ტორპედოს” ახალი წევრები შეემატებიან.
,,გვეყოლებიან ახალი ფეხბურთელები. რამდენიმე მათგანთან, ქართველებთან და უცხოლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამჯერად რადგან პროცესი არ დასრულებულა ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ”,- ამბობს ღვინიანიძე.
ქუთაისის ,,ტოპედოში” სამი წელია ფინანსური პრობლემებია. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო 2019 წელს დატოვა. დაგროვილი დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა.
ფინანსური კრიზისის გამო კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე რამდენჯერმე აღმოჩნდა. გუნდიდან წავიდნენ წამყვანი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი. გულშემატკვირებმა საფეხბურთო კლუბში შექმნილი ვითარება არაერთხელ გააპროტესტეს.
2020 წლის დასაწყისში ქუთაისის ,,ტორპედოთი” იტალიელი ინვესტორები დაინტერსდნენ. მათი წარმომადგებელი ფაბიო მანინო ქუთაისში იმყოფებოდა, თუმცა ის იტალილემა ინვესტორებმა გასული წლის დეკემბერში სხვა წარმომადგენლით, მარსიო მალავემტურათი ჩაანაცვლეს.
,,ტორპედო” ოფიციალურად კვლავ ინვესტორის გარეშეა დარჩენილი, თუმცა მერიაში ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულება გადასაფორმებლად მზადდება.
რა პირობებით და როდის მოხდება ,,ტორპედოს” ახალი მფლობელისთვის გუნდის ოფიციალურად გადაცემა ჯერჯერობით ისევ უცნობია.