ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას. ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ჩემი აზრით, ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი, შემსუბუქება ნიშნავს, რომ ხელისუფლება უბრალოდ მანიპულირებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესით. მაგალითად, აცხადებენ, რომ გაიხსნება ფრენები პირველი თებერვლიდან, რასაც, ჩემი აზრით, შინაარსი არ აქვს, რადგან ფრენების გახსნას რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს, როცა ადამიანი ვერ ჩამოვა საქართველოში.
რომ ჩამოვიდეს, ჯერ 12 დღე კარანტინში უშვებენ, იქიდან რომ გამოვა, სასტუმრო არ არის, სადაც შეიძლება, გაჩერდეს, სასტუმროდან რომ გამოვა, საჭმელი რომ მოუნდეს, რესტორანი არ არის, სადაც შეიძლება შევიდეს, არანაირი შინაარსი ასეთ შემსუბუქებას არ აქვს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება.
იხილეთ ბმულზე, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1 თებერვლიდან.