ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესობას წყალი არ მიეწოდება, მიწოდებული წყალი კი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის დაკსვნაში ვკითხულობთ, რომ ქალაქ ზესტაფონისა და დაბა შორაპნისათვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. დანარჩენი დასახლებული პუნქტებისათვის წყალმომარაგების უზრუნველყოფა ფუნქციურად არ ევალება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არც ერთ სუბიექტს. 2015 წლიდან მუნიციპალიტეტის...
ზესტაფონის მერიამ ბიუჯეტიდან გასწია 273.1 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს, - წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების, შეძენილი აქტივების განკარგვისა და საპროექტო დოკუმენტაციის რეალიზების მხრივ ხასიათდება სისტემური ხარვეზით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა და არსებული რესურსის ეფექტიანი გამოყენება. აღნიშნულის გამო, 2018-2019...
ზესტაფონის მერიამ ჩაიბარა 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ნაწილობრივ დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 140 ხელშეკრულების ფარგლებში, საერთო ღირებულებით − 17,314.3 ათასი ლარი.
"აუდიტის ჯგუფმა ობიექტები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგადაც გამოვლინდა 25 ხელშეკრულების ფარგლებში...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანაგრიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლების შემოსულობებმა − 39,803.7 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 38,226.4 ათასი ლარი შეადგინა", - წერია ანგარიშში.
ბიუჯეტის ფაქტობრივი და გეგმური მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში:
აუდიტის ცნობით, ორივე...
სამი წელია, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სოფლის „ივერიონის“ შემატებაზე დაიწყო საუბარი. შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დასახლებას სოფლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო. მაშინ, მარნეული საკრებულომ დოკუმენტაცია საქართველოს სამთავრობო კომისიას გადაუგზავნა, რომელიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების მინიჭებას ადგენს.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა, რომ დასახლებისთვის სოფლის სტატუსის მინიჭება ვერ მოხერხდა,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2021 წელს, რეორგანიზაცია იგეგმება.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ რეორგანიზაცია მერიის სამს სამსახურს შეეხება.
„სხვადასხვა სამსახურებს ეხება რეორგანიზაცია. ინფრასტრუქტურის სამსახურს, ქონების მართვის და ეკონომიკის სამსახურს და აუდიტის სამსახურს. ამ დროისთვის ამ სამსახურების რეორგანიზაცია იგეგმება და როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ყველაფერს მოგახსენებთ,“ - განაცხადა ზაურ ტაბატაძემ.
ამ დროისათვის უცნობია, თუ კონკრეტულად რა სახის ცვლილებები...
2021 წლის 8 თებერვლიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავებდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
მერიის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ავტობუსი იუსტიციის სახლის სიახლოვეს, გურამიშვილის ქუჩაზე მოხვდება. როგორ გაუძლებს დიდი ავტობუსების ნაკადს აღნიშნული ქუჩა, ეს ხვალიდან გამოჩნდება, თუმცა, როგორც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, ახალი გრაფიკი ყველაზე...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის მეურნეობაში სასმელი წყლის მოთხოვნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. დასახლებაში, სადაც 120 ოჯახი ცხოვრობს, ერთი წელია პროექტის დასრულებას ელოდებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში დაათვალიერა. თუმცა, მერიის პრეს-სამსახურის პრეს-რელიზის მიხედვით არ ჩანს, რა შედეგი გამოიღო დათვალიერებამ.
ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით დგინდება, რომ კომპანია "თერგმა'' სამუშაოები 2020...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში ხარვეზები გამოავლინა, ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა კონტროლის სისუსტეების გამო, ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ქონების განკარგვის პროცესი კი მუნიციპალიტეტში ხასიათდება სისტემური ნაკლოვანებით. ხარვეზები გამოვლინდა საპროექტო დოკუმენტების შესყიდვაშიც.
აუდიტის ანგარიში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018-2019 წლების საქმიანობს ეხება, შედეგად გამოვლინდა:
ხარვეზებით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები - ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტების შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად....
ადიგენში, ნასაბაჯვარისა და კურცხანას ტერიტორიები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს შეუერთდა, შედეგად ეროვნული პარკი 4 137 ჰექტარით გაფართოვდა. მიერთებული ტერიტორიების 24 საათიან მონიტორინგს ექვსი რეინჯერი განახორციელებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დაიცავენ ადიგენში მდებარე უნიკალურ ტყეს, წითელ ნუსხაში შეტანილ ძუძუმწოვრებს და ფრინველთა რამდენიმე სახეობას.
„ნებისმიერი დაცული ტერიტორიის დაარსებასა და გაფართოებას საფუძვლად უდევს შესაბამისი საბაზისო კვლევები სხვადასხვა...
ლაგოდეხში ჩასახლებული დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე ჩივიან. ქალაქ ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსი დანგრევის პირასაა. იმის გამო, რომ სასმელი წყლის სისტემა გაუმართავია, იქ მცხოვრებთა ბინებში წყალი ჩადის და კედლები სველდება. ასევე, მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობაც. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატო ბატიაშავილი რადიო ჰერეთთან აცხადებს,...
თელავში, პარკ ,,ნადიკვარზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკში არსებული გორა, რომელიც 2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაიჭრა, სრულად ამოივსება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
დაგეგმილია ასევე ფანჩატურების, ტერასების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.
უკვე დასრულდა პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამფითეატრის გადახურვის სამუშაოები.
რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, განახლებული პარკი კი ვიზიტორებს ზაფხულიდან მიიღებს.
წინა სტატია
ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მერიის აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
საქმე ეხება 25 იანვარს მომხდარ ფაქტს, სადაც მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. მერიაში მისული ბავშვები საპირფარეშოს ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალური ქსელით გავრცელდა, სადაც ჩანს, ბავშვები როგორ ასუფთავებენ საპირფარეშოს იატაკს.
მომხდართან დაკავშირებით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას. საქმე აღძრულია...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შპს „სომა მაცივარი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც ჯამურად, 578 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 231 200 ლარია, 289 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
სამაცივრო მეურნეობაში 500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 30-მდე...
აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხუთი სატრანსპორტო საშუალებების დანაკლისი გამოავლინა, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.
ანგარიშშია აღნიშნულია, რომ აუდიტის ჯგუფმა შერჩევით ჩაატარა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების ინვენტარიზაცია. აუდიტის ჯგუფის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტმა სსიპ − შსს მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დღემდე...
გარდაბნის სოფლების, ნაგებსა და კალინინოში გზის დაგებისთვის მერიამ 662.1 ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ახლადდაგებული გზა რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანებულია. ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში წერია, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს „იბერს“, სოფელ ნაგებსა და კალინინოში გზის ასფალტირების სამუშაოების შესყიდვისთვის, სახელშეკრულებო ღირებულებით − 662.1 ათასი ლარი. პროექტი გულისხმობდა ერთფენიანი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































