ლაგოდეხის მერიას დევნილები უყურადღებობაში ადანაშაულებენ

377

ლაგოდეხში ჩასახლებული დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე ჩივიან. ქალაქ ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსი დანგრევის პირასაა. იმის გამო, რომ სასმელი წყლის სისტემა გაუმართავია, იქ მცხოვრებთა ბინებში წყალი ჩადის და კედლები სველდება. ასევე, მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობაც. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატო ბატიაშავილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ კორპუსამდე მისასვლელი გზის აღდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება.

რაც შეეხება ელექტროენერგიის სისტემის პრობლემას, ნატო ბატიაშვილის თქმით, მსგავსი საკითხი დევნილ მოსახლეობას მერიის წინაშე ამ დრომდე არ დაუყენებია.

დევნილი მოსახლეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 12 წელია ცხოვრობს. მათი პრობლემებიც სწორედ ამ დროიდან იწყება. ომგამოვლილი ადამიანები დროულ ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ.