თელავში, პარკ ,,ნადიკვარზე” სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკში არსებული გორა, რომელიც 2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაიჭრა, სრულად ამოივსება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
დაგეგმილია ასევე ფანჩატურების, ტერასების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.
უკვე დასრულდა პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამფითეატრის გადახურვის სამუშაოები.
რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, განახლებული პარკი კი ვიზიტორებს ზაფხულიდან მიიღებს.